Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ღმერთმა არ დაწვას თბილისი როგორც სოდომ-გომორი“ - მოქალაქეები კანცელარიასთან იკრიბებიან


„არა სოდომს საქართველოში“, „ღმერთმა არ დაწვას თბილისი როგორც სოდომ-გომორი“, „ჰომოსექსუალები თუ არ შეინანებენ, ჯოჯოხეთში დაიწვებიან“ - ამ გზავნილებით არიან შეკრებილნი მთავრობის კანცელარიის წინ მოქალაქეები, რომლებიც 17 მაისს ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აპროტესტებენ.

ისინი ამბობენ, რომ მთავრობის კანცელარიასთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან: „ღამეს აქ გავათენებთ და ხვალაც აქ ვიქნებით, რათა ბილწმა სოდომისტებმა ვერ გაბედონ შეკრება“.

17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს, ლგბტქ თემი თბილისში ღონისძიებების გამართვას არ გეგმავს. მათი თქმით, ისინი სიტუციის გამწვავებას ერიდებიან.

17 მაისს საპატრიარქო საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. ოჯახის სიწმინდის დღე წელს უკვე მეექვსედ აღინიშნება. გაიმართება მსვლელობა, რომელიც სამების საკათედრო ტაძართან დასრულდება, სადაც კონცერტი გაიმართება.

XS
SM
MD
LG