Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ტალინში შეხვდა ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

ესტონეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტალინში ქართველ სტუდენტებსა და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

,,მე ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ, როცა მეძლევა საშუალება საზღვარგარეთ ვიზიტებისას გავიცნო ქართველები, როგორ ცხოვრობენ, ვინ არიან და რას საქმიანობენ. საინტერესოა, როგორ ხედავთ საქართველოსა და ესტონეთის ერთობლივ მომავალს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ეს მომავალი.

ესტონეთმა ჩვენამდე შეაღწია ევროკავშირში და ჩვენ ცოტა დაგვიანებით მივყვებით მას. მიმაჩნია, რომ თქვენ ამ ქვეყანაში დიდი როლი გაქვთ, რადგან ესტონეთი ჩვენი დიდი მეგობარი ქვეყანაა. თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, აუცილებელია, ერთობლივად გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის სახედ, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტების დასაცავად.

ესტონელები, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები და პოლონელები არიან ჩვენი მეგობრები და ადვოკატები ყველგან, სადაც შეუძლიათ, მაგრამ ვერავინ გაგიწევს ისეთ მხარდაჭერას, როგორიც შეიძლება გქონდეს შენივე დიასპორიდან და შენივე სტუდენტებისგან, რადგან ეს ძალიან ბუნებრივი და აუცილებელია. ამისათვის წინასწარ მინდა მადლობა მოგახსენოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ქართველმა სტუდენტებმა პრეზიდენტთან სწავლის პროცესის შემდეგ სამშობლოში საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობებსა და პრობლემებზე ისაუბრეს. სტუდენტების დაინტერესდნენ, გააჩნია თუ არა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ხედვა, რა მიმართულებით იგეგმება ქვეყნის განვითარება და რა ნიშა უნდა დაიკავოს მან, როგორია საქართველოს სამომავლო, კონკრეტული ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

​ საქართველოს პრეზიდენტმა ქართველ სტუდენტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ევროკავშირის სხვადასხვა სექტორებსა და პროგრამებში პრაქტიკული გაწევრიანება ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა.

„ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ კონკრეტული შედეგი ვნახოთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო 10 წლის განმავლობაში, მუდმივ პროგრესს განვიცდით და იმისათვის, რომ ეს პროგრესი შევინარჩუნოთ საჭიროა, შევინარჩუნოთ ის განცდა, რომ წინ მივდივართ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

XS
SM
MD
LG