Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძე: ზუგდიდში გიორგი შენგელიას პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აქვს


არჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო პროცესების ჩაშლისთვის ემზადება. როგორც პარტიის საარჩევნო შტაბში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, სწორედ ამ მიზნით ჰყავს ოპოზიციას დიდი რაოდენობით აქტივისტი მობილიზებული ზუგდიდში.

არჩილ თალაკვაძის ცნობით, გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში კიდევ უფრო მეტი ატივისტის ჩაყვანას გეგმავს. ეს კი, როგორც მან განაცხადა, უკავშირდება „ქართული ოცნების“ კანდიდატის, გიორგი შენგელიას მოსალოდნელ წარმატებას

. როგორც თალაკვაძე ამბობს, გიორგი შენგელიას ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის შემთხვევაში, პირველივე ტურში გამარჯვების შანსი აქვს: „ეს ინფორმაცია აქვს „ნაციონალურ მოძრაობასაც“ და მათ კამპანიაში ბოლო დღეებში იმატა დაძაბულობამ. მათ აქვთ მონაცემები, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატ გიორგი შენგელიას მაღალი აქტივობის შემთხვევაში აქვს პირველივე ტურში გამარჯვების დიდი შანსი და შესაძლებლობა.

სწორედ ამიტომ ისინი გეგმავენ გაყალბებული მონაცემებით, პროპაგანდის გზით რეალობის შეცვლით და გადაკეთებით, წინასწარ შეამზადონ ფონი და საზოგადოება დაარწმუნონ, რომ თითქოს მათ კანდიდატს აქვს რეალური მაღალი მხარდაჭერა ზუგდიდში. ეს არ არის ყველაფერი.

ენმ-ს ბევრი აქტივისტი ჰყავს ზუგდიდში მობილიზებული და გეგმავენ კიდევ უფრო მეტი ადამიანების ჩამოყვანას, რომელთა რეალური ფუნქცია ამ არჩევნებში იქნება ზონდერობა. ზოგიერთი მათგანი იქნება დამკვირვებლის სტატუსით, ზოგიერთი მათგანი იქნება ახლადშექმნილი მედიასშაუალების სტატუსით. ისინი ეცდებიან შექმნან დაძაბულობა და ჩრდილი მიაყენონ ამ შუალედურ არჩევნებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაციებს და დიპლომატიურ კორპუსს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ზუგდიდს, რათა გამოირიცხოს სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან და შემცირდეს ის დაძაბალულობა რასაც არჩილ თალაკვაძის თქმით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქმნის.

XS
SM
MD
LG