Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში დაპირისპირების ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა


დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ გელა კვარაცხელიას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

14 მაისს, დადიანების ეზოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ამ დრომდე მხოლოდ გელა კვარაცხელიაა დაკავებული. დაზარალებულის სტატუსი აქვს ასევე ერთ პირს, გაერთიანებული ოპოზიციის ფოტოგრაფ ლევან ცერცვაძეს.

ტელეკომპანია "ოდიშის" ინფორმაციით, 14 მაისს პარტია "ქართული ოცნების" კოორდინატორები გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს გადაცემის ჩაწერის დროს დადიანების ეზოში დაუპირისპირდნენ. ამავე მედიის ცნობით, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სანდრა რულოვსის თანმხლებ პირებს და გადაცემის წამყვან ლევან თორიას.

ოპოზიცია ზუგდიდში 14 მაისს მომხდარ დაპირისპირებაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ადანაშაულებს. მმართველი პარტიის ადგილობრივ ოფისში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გელა კვარაცხელია „ქართული ოცნების“ წევრი, ან კოორდინატორი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG