Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობკომპანია Exxon Mobil-ს ერაყიდან გაყავს თანამშრომლები


აშშ-ის გიგანტურმა ნავთომკომპანიამ, Exxon Mobil-მა, ერაყის ნავთობის ობიექტიდან გაიყვანა თავისი თანამშრომლები - აცხადებს ერაყის ნავთობის მინისტრი. ევაკუაცია შეეხო 60 პირს, ძირითადად ამერიკელებს, და ის განხორციელდა აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ზრდის და პოტენციური სამხედრო კონფლიქტის შესახებ შეშფოთების ფონზე.

ერაყის ნავთობის მინისტრმა, თამერ ღადჰბანმა 19 მაისს განაცხადა, რომ Exxon Mobil-ის გადაწყვეტილება "მიუღებელი და "გაუმართლებელია" და ის არ უკავშირდება ერაყის სამხრეთში, ნავთობის საბადოებზე უსაფრთხოების გაუარესებას. მინისტრის შეფასებით, კომპანიის გადაწყვეტილება "პოლიტიკურია".

ვაშინგტონმა გაზარდა სამხედრო ძალების წარმომადგენლობა ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურეში და ამის მიზეზად დაასახელა ირანისგან მომავალი შესაძლო საფრთხე. სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყის დატოვება უბრძანა აშშ-ის საელჩოს ყველა მუშაკს, რომელიც არ ასრულებდა გადაუდებელ საქმეს. აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FAA) 16 მაისს გაფრთხილებით მიმართა სპარსეთის ყურის წყლებზე გადამფრენ აშშ-ის კომერციულ ავიახაზებს, რომ აშშ-სა და ირანს შორის დაძაბულობის ზრდის ფონზე, არსებობს საფრთხე ისინი შეცდომით სხვა ხომალდებად მიიჩნიონ.

ყველაზე პოპულარული

XS
SM
MD
LG