Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი აქტივობა მთაწმინდის ოლქშია


ამომრჩევლები მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე
ამომრჩევლები მთაწმინდის ერთ-ერთ უბანზე

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა განახლებული ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

15 საათისთვის აქტივობა კვლავ ყველაზე მაღალი - 56,4% იყო საგარეჯოში, ხოლო ყველაზე დაბალი - 21% თბილისის მთაწმინდის ოლქში.

საგარეჯოელები ყველაზე აქტიურები იყვნენ 10 და 12 საათის მონაცემებითაც, ხოლო მთაწმინდელები ყველაზე პასიური.

15 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა ახმეტაში იყო 36,4%, მარნეულში 22,6%, ადიგენში 42,9%, ზესტაფონში 30,5%, ჭიათურაში 32,4%, ტყიბულში 29,6%, წყალტუბოში 35,4%, ოზურგეთში 31,7%, ზუგდიდში 32,8% და ხულოში 40,6%.

19 მაისს თბილისის მთაწმინდის ოლქში ტარდება პარლამენტის შუალედური არჩევნები, ახმეტის, საგარეჯოს, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები და მერის რიგგარეშე არჩევნები მარნეულის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ჭიათურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

XS
SM
MD
LG