Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკრებულოს წევრი უკანონო აგიტაციაში დაადანაშაულეს


ხულოს საარჩევნო ოლქის მე-12 უბანი
ხულოს საარჩევნო ოლქის მე-12 უბანი

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის მე-12 საარჩევნო უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებელმა სულიკო ვერულიძემ საჩივარი დაწერა ხულოს საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრის, ნიკა წულუკიძის წინააღმდეგ.

ვერულიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წულუკიძე ხმის მიცემის შემდეგ უბანზე ხალხს დაჰყვებოდა და მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა.

გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლის ბრალდებას უარყოფს ხულოს საკრებულოს წევრი ნიკა წულიკიძე. მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ თავად ამ უბანზე მისცა ხმა.

„შემდეგ საარჩევნო უბნიდან გარეთ გამოვედი, დიდი ხნის უნახავი ნაცნობები მხვდებოდნენ და მათ ვესალმებოდი. მოწოდებას არც უბანზე და არც უბნის გარეთ ადგილი არ ჰქონია" - უთხრა რადიო თავისუფლებას ნიკა წულუკიძემ.

ოპოზიციის დამკვირვებელმა სულიკო ვერულიძემ კიდევ ერთი საჩივარი დაწერა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის გამო, რადგან როგორც ამბობს, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კაბინაში თავის ბიულეტენს ფოტო გადაუღო. ამ შემთხვევის შემდეგ ამომრჩევლის ტელეფონში აღმოაჩინეს ბიულეტენის ფოტო, რომელზეც ნომერი 41 იყო შემოხაზული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG