Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

17 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ საგარეჯოშია


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ საგარეჯოში იყო - 67,8%, ხოლო ყველაზე დაბალი - 26,6% თბილისის მთაწმინდის ოლქში.

საგარეჯოელები ყველაზე აქტიურები იყვნენ 10, 12 და 15 საათის მონაცემებითაც, ხოლო მთაწმინდელები ყველაზე პასიური.

17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა ახმეტაში იყო 44,1%, მარნეულში 27,2%, ადიგენში 45,8%, ზესტაფონში 37%, ჭიათურაში 37%, ტყიბულში 33,9%, წყალტუბოში 40,9%, ოზურგეთში 37,4%, ზუგდიდში 38,6% და ხულოში 49,5%.

19 მაისს თბილისის მთაწმინდის ოლქში ტარდება პარლამენტის შუალედური არჩევნები, ახმეტის, საგარეჯოს, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში საკრებულოს შუალედური არჩევნები და მერის რიგგარეშე არჩევნები მარნეულის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ჭიათურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში.

XS
SM
MD
LG