Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა


20 საათზე საარჩევნო უბნები დაიხურა საქართველოს იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები და მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა.

თბილისის მთაწმინდის ოლქში საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭს იყრიდა 20 კანდიდატი. მათგან 14 პოლიტიკური პარტიებიდან და ბლოკებიდან და 6 საინიციატივო ჯგუფებიდან.

საკრებულოს თითო წევრს ირჩევდნენ ახმეტის, საგარეჯოს, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის პოლიტიკურმა პარტიებმა და საინიციატივო ჯგუფებმა სულ 85 კანდიდატი წარადგინეს.

მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა მარნეულის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ჭიათურის და ხულოს მუნიციპალიტეტებში. პოლიტიკური პარტიების და ბლოკების და საინიციატივო ჯგუფების მიერ სულ 74 კანდიდატი იყო წარდგენილი.

საუბნო კომისიებიდან მიღებულ მონაცემებს საოლქო კომისიები შეაჯამებენ, ოქმებს კი ვებსაიტზე ცესკო ატვირთავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG