Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა საარჩევნო უბნიდან გააძევეს


ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნიდან გააძევეს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა, რომელიც რამდენიმე პირმა უბნიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

როგორც საუბნო კომისიის წევრები აცხადებდნენ, დეპუტატს არ ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და შესაბამისი დოკუმენტაცია, რათა ხმის დათვლის პროცესს დასწრებოდა.

„დამარეკინეთ ცესკოს თავმჯდომარესთან. თქვენს მაგივრად მცხვენია. ივანიშვილი დასრულდება და თქვენ ისევ მოგიწევთ მუშაობა პოლიციაში. პარლამენტის წევრს აქვს ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება საქართველოს კონსტიტუციით. მე მაქვს პარლამენტარის საშვი და მაინც არ მიშვებთ უბანზე,“ - მიმართა სამართალდამცავებს თინა ბოკუჩავამ.

თინათინ ბოკუჩავა ამბობს, რომ მას აქვს პარლამენტარის საშვი და ნებისმიერ ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის უფლება აქვს.

საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ირინე კარტოზიამ კი განაცხადა, რომ ბოკუჩავას ზედამხედველობის უფლება მხოლოდ საოლქო საარჩევნო კომისიაში აქვს და არა უბანზე.

XS
SM
MD
LG