Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში აფეთქება მოხდა პირამიდებთან ახლოს, არიან დაშავებულები


აფეთქება მოხდა ეგვიპტეში, გიზას ცნობილი პირამიდების ახლოს, ტურისტული ავტობუსის გვერდით.

სააგენტო ფრანს პრესი პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაშავებულია სულ მცირე 17 ადამიანი. როიტერსის ინფორმაციით, დაშავებულთა უმრავლესობა ტურისტია.

ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოვიდა მაშინ, როცა ტურისტების ავტობუსმა ჩაიარა. ავტობუსში სულ მცირე 25 ადამიანი იყო, უმეტესობა ტურისტი სამხრეთ აფრიკიდან.







დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG