Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე: მეორე ტური შესაძლოა მხოლოდ მთაწმინდის ოლქში გაიმართოს


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე მის ხელთ არსებულ წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით ამბობს, რომ დიდი უპირატესობით პირველივე ტურში იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის და ხულოს საარჩევნო ოლქებში.

„რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, დიდი უპირატესობა გვაქვს ამ ოლქშიც, თუმცა არ გამოვრიცხავთ მეორე ტურის შესაძლებლობას ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის. ზესტაფონიდან არ გვაქვს იმ რაოდენობის ოქმები, რაც განზოგადების საშუალებას მოგვცემდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნების დახურვიდან 2 საათის შემდეგ.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ მცირე ოლქებშიც, სადაც საკრებულოს წევრთა არჩევნები ტარდება: ოზურგეთში, ტყიბულში, ჭიათურაში, წყალტუბოში, ადიგენში, საგარეჯოში, ზესტაფონში, ახმეტასა და პანკისის ხეობაში.

„19 მაისის არჩევნებში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 12% იღებდა მონაწილეობას და, შესაბამისად, შედეგებიც იძლევა საშუალებას შევაფასოთ „ქართული ოცნების“ რეიტინგი. შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია. მთლიანობაში „ქართული ოცნება“ ალბათ ხმების დაახლოებლით 60%-მდე მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG