საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი, შალვა შავგულიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის არსებული მონაცემებით, მან გამარჯვება მოიპოვა მთაწმინდის ოლქის 12 უბანზე, 23 უბნიდან.
შავგულიძემ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან ერთად გამართა ბრიფინგი და ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს მოუწოდა მეორე ტურში აქტიურობა გამოიჩინონ.