Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო ადასტურებს, რომ თბილისში, მთაწმინდის ოლქში მეორე ტური გაიმართება


ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები საგანგებო ბრიფინგზე გააცნო მოქალაქეებს. მისი თქმით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემები ადასტურებს, რომ თბილისში, მთაწმინდის ოლქში მეორე ტური გაიმართება. ამ ოლქში მმართველი პარტიის კანდიდატს, ლადო კახაძეს ხმათა 41,28 პროცენტი აქვს მიღებული, შალვა შავგულიძეს - 36,72 პროცენტი.

ხმების დათვლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის მერობის კანდიდატებს შორის ხმათა 54,45 პროცენტი მიიღო მმართველი პარტიის კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს კი 42,75 პროცენტი აქვს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, სხვა ადგილებში გამარჯვება მმართველი პარტიის კანდიდატებმა მოიპოვეს. მარნეულში ხმების 79,09 პროცენტით ლიდერობს ზაურ დარგალი, ზესტაფონში ერთი უბანი რჩება დასათვლელი და ამ ეტაპზე გიორგი გოგლიჩიძეს 50,57 პროცენტი აქვს, ჭიათურაში გივი მოდებაძემ ხმების 64,37 პროცენტი მიიღო, ხულოში ვახტანგ ბერიძემ - 70 პროცენტი.

XS
SM
MD
LG