Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერის არჩევნები ხუთივე ოლქში "ქართულმა ოცნებამ" მოიგო


ხულოს საარჩევნო უბანი
ხულოს საარჩევნო უბანი

19 მაისის არჩევნებში მონაწილეთა ხმების დათვლა დასრულებულია საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა.

ცესკოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, ზაურ დარგალმა მიიღო ხმების 78,6%. მეორე ადგილზე 11,49%-ით გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“კანდიდატი აგილ მუსტაფაევი.

ზესტაფონში ხმების 50,75%-ით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ. მეორე ადგილზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძეა 34,26%-ით.

ჭიათურაში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გივი მოდებაძეს ხმა მისცა 64,58%-მა. მეორე ადგილზე გავიდა დამოუკიდებელი კანდიდატი ზურაბ კუპატაძე 17,99%-ით.

ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ ხმების 54,18% მიიღო, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა 42,84%

ხულოში 70,91%-ით გაიმარჯვა "ქართული ოცნების" კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ. მეორე ადგილზე ხმების 23,74%-ით გავიდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე.

"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებმა პირველსავე ტურში გასამარჯვებლად საჭირო ხმები - 50%-ზე მეტი მიიღეს ხუთივე ოლქში.

მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების და ბლოკების და საინიციატივო ჯგუფების მიერ სულ 74 კანდიდატი იყო წარდგენილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG