Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კიევში დაესწრო უკრაინის ახალი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას.

ზელენსკიმ პრეზიდენტის ფიცი დადო უკრაინის პარლამენტის სხდომათა დარბაზში.

საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ცერემონიას დაესწრნენ ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის და უნგრეთის პრეზიდენტები. ინაუგურაციაზე მიიწვიეს სულ 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლები. კიევში არავინ მიუწვევიათ რუსეთის ფედერაციიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG