Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NDI: 90%-ს სავიზო ლიბერალიზაციის შემდეგ შენგენის ზონაში არ უმოგზაურია


ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებული საზოგადოებრიი აზრის კვლევის შედეგების თანახმად 90%-ს ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის შედეგად არ უსარგებლია უვიზო მიმოსვლით შენგენის ზონაში.

73%-ის პასუხის თანახმად კი 1991 წლის შემდეგ არც მათ და არც ოჯახის რომელიმე წევრს უცხოვრია 3 თვეზე მეტი დროით საზღვარგარეთ.

კვლევის საველე სამუშაობი 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.

NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.

XS
SM
MD
LG