თბილისის მერმა დაადასტურა, რომ თანამდებობას ტოვებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი.
„კახა არის ერთ-ერთი საუკეთესო გამგებელი ყველანაირი თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ის ტოვებს პოსტს. მან მიიღო გადაწყვეტილება, გადავიდეს კერძო სექტორში, ბიზნესში. ამისგან ვერავის შევზღუდავ“ - უთხრა ჟურნალისტებს მერმა, კახა კალაძემ.
თბილისის საკრებულომ კახა გულედანი სამგორის რაიონის გამგებლად 2018 წლის მაისში აირჩია.