Accessibility links

site logo site logo

ანკარა: თურქეთი ემზადება აშშ-ის სანქციებისთვის რუსული S-400-ის შეძენასთან დაკავშირებით


S-400 ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ანკარა ემზადება აშშ-ის სანქციებისთვის რუსეთისგან S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენასთან დაკავშირებით. ამავე დროს, მისი თქმით, თურქეთსა და აშშ-ს შორის ამ საკითზე ურთიერთობა გაუმჯობესების გზაზეა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ანკარას მოსთხოვა, უარი თქვას რუსეთისგან S-400-ის შეძენაზე, ვინაიდან, მისი თქმით, ის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის F-35 სამხედრო თვითმფრინავებისთვის. ვაშინგტონმა გააფრთხილა ანკარა, რომ მას შეუძლია ფინანსური ჯარიმა დაუწესოს თურქეთს, თუკი ანკარა უარს არ იტყვის მოსკოვთან გარიგებაზე. ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ახლახან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებზე ანკარამ დაინახა „ვითარების ზოგადი დათბობა და ჰარმონიზაცია“ ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ, მისი თქმით, თურქეთი ემზადება და ყველა შესაძლებლობას განიხილავს აშშ-ის შესაძლო სანქციებთან დაკავშირებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG