Accessibility links

ლადო კახაძე: როცა ვთამადობ, სხვანაირად ვლაპარაკობ


ჩემს თამადობას ძირითადად ისინი იწუნებენ, ვინც ჩემს სუფრას არასოდეს დასწრებია, - განაცხადა მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლადო კახაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

”იმ ადამიანებმა დამიწუნეს თამადობა, რომლებიც ჩემს სუფრაზე არ ყოფილან არასოდეს და ვერც მოხვდებოდნენ... სამწუხაროდ, მე ვერ ვაკმაყოფილებ იმათ დონეს და დაბალი დონის თამადობას ვერ ესწრებიან”, – ამბობს ლადო კახაძე.

გადაცემის წამყვანი თამადობის ხარისხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც დეპუტატობის კანდიდატმა თავად შეახსენა მას თამადობის თემა.

„ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, ახლა დაგიდგება დრო - პოლიტიკურად უნდა ილაპარაკოო... პოლიტიკური ლაპარაკი ტონსაც სხვანაირს მოითხოვს, თორემ მე როცა ვთამადობ (ეს რატომ არ შემახსენეთ, რომ თამადა ვარ - ცუდი თუ კარგი) .... როცა ვთამადობ, სხვანაირად ვლაპარაკობ, როდესაც როგორც ექიმი პაციენტს ველაპარაკები, სხვანაირად ვლაპარაკობ...“, - განაცხადა ლადო კახაძემ.

ლადო კახაძე: როცა ვთამადობ, სხვანაირად ვლაპარაკობ
please wait

No media source currently available

0:00 0:01:07 0:00

ლადო კახაძე შუალედურ არჩევნებზე მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა. 19 მაისის არჩევნების შედეგების მიხედვით გამოიკვეთა მეორე ტურის ჩატარების საჭიროება. მეორე ტურში მისი მეტოქე იქნება „ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG