დღეს იწყება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩევლის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის პირველი ოფიციალური ვიზიტი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრები დავით ზალკალიანი და ვან ი განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. საქართველოს და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ისაუბრებენ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებზეც.
ვან ი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს.