Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო


ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზი ბრიუსელში
ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზი ბრიუსელში

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. პირველი ქვეყანა, სადაც საარჩევნო უბნები გაიხსნა, ნიდერლანდის სამეფოა. დღეს ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება დიდ ბრიტანეთშიც, რადგან მიუხედავად გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებისა, დატოვოს ევროკავშირი, ოფიციალურად ეს პროცესი ჯერ არ დამთვრებულა.

პარასკევს ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდება ირლანდიასა და ჩეხეთში, ხოლო შაბათს ლატვიაში, მალტაზე და სლოვაკეთში. ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები ევროპარლამენტის წევრებს კვირას აირჩევენ.

ევროპარლამენტის 751 დეპუტატს ევროკავშირის 28 სახელმწიფოდან ირჩევენ. ამ არჩევნებში ხმის უფლებით სარგებლობს წევრი ქვეყნების 426 მილიონი მოქალაქე.

XS
SM
MD
LG