პენტაგონი განიხილავს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიმართვას ახლო აღმოსავლეთში დამატებით 5000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ორი ამერიკელი ოფიციალური პირისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით.
პირებმა, რომელთა ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, 22 მაისს უთხრეს „როიტერსს“, რომ ნათელი არ არის, დათანხმდება თუ არა აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო დამატებითი კონტინგენტის გაგზავნას.
ამ ცნობების ფონია აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის გაუარესება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი ქვეყანა 2015 წელს გაიყვანა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმებიდან. ვაშინგტონმა კვლავ დაუწესა სანქციები თეირანს და გაააქტიურა მისი კრიტიკა.