Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავალნის თანაშემწეს 20 დღით პატიმრობა შეუფარდეს სექტემბერში გამართული დემონსტრაციისათვის


მოსკოვის სასამართლომ 20 დღით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერ აქტივისტ ლეონიდ ვოლკოვს, რომელიც დამნაშავედ ცნო ძალადობის წაქეზებაში 9 სექტემბრის დემონსტრაციის სოციალურ მედიაში ჩვენების გამო.

სასამართლოს განმარტებით, დემონსტრანტებმა პარკინგზე გაჩერებული ავტომანქანა გაჩხაპნეს და მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს ორ პოლიციელს.

როცა ვოლკოვი 21 მაისს დააკავეს, მას თავდაპირველად წაუყენეს არასანქცირებული დემონსტრაციის ჩატარების ბრალდება. ნათელი არ არის, რატომ შეუცვალეს ეს ბრალდება.

ვოლკოვი ხელმძღვანელობდა ნავალნის კამპანიას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და არის მისი ანტიკორუფციული ფონდის პროექტების მენეჯერი.

ნავალნისა და მისი მომხრეების ორგანიზებით, შარშან 9 სექტემბერს რუსეთის ბევრ ქალაქში გაიმართა აქციები საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.

პოლიციამ 1000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.

XS
SM
MD
LG