Accessibility links

site logo site logo

მოსამართლეთა 11 ადგილი ისევ ვაკანტურია


მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი კონკურსის კენჭისყრის შედეგად, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 32 მოსამართლე დანიშნა, აქედან უვადოდ - 29. საერთო სასამართლოებში არსებულ 43 ვაკანსიაზე სულ 72 განაცხადი იყო წარდგენილი. 11 ადგილი კვლავ ვაკანტური დარჩა, რადგან ხმათა საჭირო რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

კონკურსში მონაწილეობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი წევრი – ვასილ მშვენიერაძე, ირაკლი ბონდარენკო და რევაზ ნადარია. კენჭისყრის წინ მათ საკუთარი კანდიდატურები მოხსნეს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლედ დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 24 მაისს 11 ხმით დაამტკიცა.

გიორგი მიქაუტაძეს განაცხადები შეტანილი ჰქონდა ორი მიმართულებით: თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში და საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.

24 მაისს გაირკვა, რომ მან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა სააპელაციო სასამართლოს შემთხვევაში და დატოვა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG