Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება


შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 მაისს მიიღო.

19 მაისს ჩატარებული შუალედური არჩევნების შედეგად, მთაწმინდაზე, თბილისის #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, პარლამენტის მაჟორიტარობის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ლადო კახაძე და ბლოკი "ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატი შალვა შავგულიძე მიიღებენ.

ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული შედეგებით, მთაწმინდის 31-ივე უბნის მონაცემების თანახმად, 19 მაისის არჩევნებში ლადო კახაძემ მიიღო ხმების 41%, ხოლო შალვა შავგულიძემ 36,83%.

XS
SM
MD
LG