Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა მმართველი პარტიის ლიდერს


ლივიუ დრაგნეა
ლივიუ დრაგნეა

რუმინეთის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველადი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც ქვეყნის მმართველი „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, ლივიუ დრაგნეასთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გავრცელებული ცნობით, გადაწყვეტილება 24 საათში შევა ძალაში და დრაგნეა საპატიმროში სამნახევარი წელს დაყოფს.

დრაგენას ბრალი წაუყენეს ძალაუფლების ბოროტად სარგებლობაში. გამოძიების თანახმად, იგი ყალბი საჯარო თანამდებობების დაკავებაში ეხმარებოდა პარტიის ორ თანაშრომელ ქალს. დრაგნეა აცხადებს, რომ ციხეში გაშვებით სურთ საზოგადოებრივი ცხოვრებიდან მოკვეთონ ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა იმ სასმართლო რეფორმაში, რომელმაც კრიტიკოსების აზრით, ზიანი მიაყენა სასამართლოს დამოუკიდებლობას.

სასამართლო გადაწყვეტილების ფონი ევროპარლამენტის არჩევნები რუმინეთში, რომელშიც მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მარცხი განიცადა.

XS
SM
MD
LG