შემთხვევა სავარაუდოდ 26 მაისს ღამით მოხდა. გავრცელებული ცნობით ფონდიდან არაფერი დაკარგულა. შსს-მ მომხდარის შესახებ შეტყობინება 27 მაისს მიიღო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.