Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი პოლიტიკოსები და თალიბების ლიდერები ემზადებიან მოსკოვში შესახვედრად


თებერვლის შეხვედრა მოსკოვში
თებერვლის შეხვედრა მოსკოვში

გავრცელებული ცნობებით, მაისის ბოლოს მოსკოვში ერთმანეთს შეხვდებიან წამყვანი ავღანელის პოლიტიკოსები ხელისუფლების მაღალი რანგის პირები და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული თალიბების ლიდერები.

მანამდე მსგავსი შეხვედრა მოსკოვში 5 თებერვალს გაიმართა.

28-29 მაისისათვის დაგეგმილი შეხვედრის ფონია გამოსავლის მოძებნა იმ ვითარებაში, როდესაც ყატარში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკება ავღანეთის მთავრობასა და თალიბებს შორის გასულ თვეში ჩიხში შევიდა.

თალიბების სპეციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა 27 მაისს განაცხადა, რომ თალიბების 14 კაციანი დელეგაცია, რომელსაც ექსტრემისტების ლიდერი მოადგილე მოლა აბდულ ღანი ბარადარი უდგას სათავეში, მონაწილეობას მიიღებს 28 მაისს რუსეთსა და ავღანეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ცერემონიაში.

მეორე დღეს, მუჯაჰიდის თქმით, თალიბების დელეგაცია მოსკოვში შეხვდება ასევე ავღანელ პოლიტიკოსებსა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.

უცნობია, აპირებს თუ არა მოსკოვში ჩასვლას მოსალაპარაკებლად ავღანეთის მთავრობის წარმომადგენელები. თალიბებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ მონაწილეობის მიღებას დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ქაბულის ხელისუფლებასთან, რომელსაც ექსტრემისტები არალეგიტმურს უწოდებენ.

მოსკოვში შეხვედრაში მონაწილეობას მიიღეს ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი.

XS
SM
MD
LG