Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაპონიაში ბავშვებს თავს დაესხა დანით შეიარაღებული მამაკაცი


იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსთან მდებარე ქალაქ კავასაკიში დანით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა ავტობუსის გაჩერებაზე მყოფ ადამიანებს. მოკლულია სულ მცირე 2, დაჭრილია 19. მათი დიდი ნაწილი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეა.

იაპონური მედიასაშუალებების ინფორმაციით, თავდასხმის ადგილზე პოლიციის მისვლის შემდეგ, 40-45 წლის მამაკაცმა ჭრილობა თავად მიიყენა კისერში და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. დანაშაულის ადგილზე ნაპოვნია ორი დანა.

თავდამსხმელის ვინაობა და დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

XS
SM
MD
LG