28 მაისის დილით, კოსოვოში, უპირატესად სერბებით დასახლებულ არეალში პოლიციის მიერ მოწყობილმა ოპერაციამ მეზობელ სერბეთთან დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავა, რასაც ბელგრადის არმიის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა მოჰყვა.
კოსოვოს პოლიციის განცხადებით, მისმა სპეცდანიშნულების რაზმმა ჩრდილოეთ კოსოვოში ჩაატარა ოპერაცის და დააკავა „რამდენიმე ადგილობრივი პოლიციელი და მოქალაქე“.
განცხადებით, დაკავებულები დაკავშირებული არიან „დანაშაულებრივ ქმედებებთან“. იქვე ხაზგასმულია, რომ ზუჰინ პოლოკში მოხდა „შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა“, რის შედეგადაც სპეცრაზმელი დაიჭრა.
სერბეთის ტელევიზიის ცნობით, ორი ეთნიკური სერბიც დაშავდა ოპერაციის მსვლელობისას.
პოლიციის თანახმად, ოპერაცია ჩატარდა სხვა დასახლებულ პუნქტებში, როგორიცაა სამხრეთი მიტროვიცა და სკენდერაი და დაკავებულთა შორის არიან სხვადსხვა ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები, სერბები, ალბანელები, ბოსნიელი მუსლიმები.
სერბეთის ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა სერბეთის არმიის სრულ საბრძოლო მზადყონაში მოყვანის ბრძანება გასცა. სერბეთის მთავრობის განცხადებით, კოსოვოს „კბილებამდე შეიარაღებული პოლიციამ“ რეიდი მოაწყო სერბულ მუნიციპალიტეტებში კოსოვოს ჩრდილოეთში, რისი მიზანით, განცხადების თანახმად, სერბების განდევნაა არეალიდან, და რაც წარმოადგენს საფრთხეს არა მხოლოდ სტაბილურობის, არამედ რეგინში მშვიდობისთვისაც.
ბელგრადმა კოსოვოზე, სერბეთის ყოფილ ოლქზე კონტროლი დაკარგა 1999 წელს, როცა ნატომ დაბობმა სერბული პოზიციები, რითაც დასრულდა კოსოვოს ომი. ბელგრადი კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც 2008 წელს გამოცხადდა ცალმხრივად, არ აღიარებს. კოსოვოს ჩრდილოეთში უკანონობა სუფევს მას მერე, რაც იქ მცხოვრებმა სერებმა, რომლებსაც ზურგს უმაგრებს ბელგრადი, არ აღიარეს კოსოვოს კანონმდებლობა.
არეალში ყვავის ორგანიზებული დანაშაული და ეჭვმიტანილები იოლად პოულობენ თავშესაფარს პოლიციასა და მეზობელ სერბეთში.