Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ლავროვი ავღანეთიდან უცხოეთის ჯარების სრული გასვლისკენ მოწოდებით გამოვიდა


მოსკოვში, თალიბანის და ავღანეთის წარმომადგენლების მისალმებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გამოვიდა მოწოდებით, რომ უცხოეთის ჯარებმა მთლიანად დატოვონ ავღანეთი.

ლავროვი მოუწოდებს ავღანეთში ყველა მხარეს დაიწყონ მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე და ამ მოლაპარაკებაში ჩართონ სოციალური და პოლიტიკური ძალების რაც შეიძლება ფართო სპექტრი.

თალიბანი რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა მიჩნეული.

თალიბანის დელეგაცია ჩავიდა მოსკოვში, სადაც ავღანელ პოლიტიკოსებსა და უხუცესებს ხვდება მოსალაპარაკებლად. 14-კაციან დელეგაციას თალიბანის მეთაურის მოადგილე, მოლა აბდულ ღანი ბარადარი ხელმძღვანელობს.

27 მაისის განცხადებაში წარმომადგენელმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა თქვა, რომ მოლაპარაკება შეეხება ავღანეთის მომამავალს. მუჯაჰიდს არ უთქვამს, აპირებს თუ არა თალიბანი ავღანეთის მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენელთან შეხვედრას.

მოსკოვის შეხვედრის ფონია აშშ-ის მცდელობა, თალიბანთან მშვიდობიან მოგვარებას მიაღწიოს. აშშ-ის ელჩმა, ზალმაი ხალილზადმა არაერთი შეხვედრა გამართა თალიბანთან ყატარში გასული თვეების განმავლობაში. მოლაპარაკებაზე იყო წინსვლა, მაგრამ თალიბანი უარზეა შეხვდეს ქაბულის მთავრობის წარმომადგენლებს. აპრილში დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.

თალიბანის ოფიციალურმა პირებმა ნოემბერსა და თებერვალში გამართეს შეხვედრები ავღანეთის გავლენიან პირებთან, მაგრამ ამ მოლაპარაკებში არ მონაწილეობდნენ მთავრობის წარმომადგენლები.

XS
SM
MD
LG