Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2018 წელს ავღანეთში თითქმის გასამმაგდა სკოლებზე თავდასხმები


2019 წლის 22 მაისი: გოგონათა სკოლა ავღანეთში, კუნარის პროვინციაში
2019 წლის 22 მაისი: გოგონათა სკოლა ავღანეთში, კუნარის პროვინციაში

გაეროს ბავშვთა ფონდის, "უნისეფის" ინფორმაციით, გასულ წელს ავღანეთში თითქმის გასამმაგდა სკოლებზე თავდასხმები, რაც სულ უფრო ართულებს ბავშვთა განათლების უზრვნველყოფას ქვეყნის მრავალ რეგიონში.

"უნისეფმა" 28 მაისს გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის თანახმად, ავღანეთის სკოლებზე 2017 წელს 68 თავდასხმა მოეწყო, ხოლო 2018-ში - 192.

მატება პირველად აღირიცხა 2015 წელს სკოლებზე თავდასხმების დათვლის დაწყებიდან. მთელ ავღანეთში 1000-ზე მეტი სკოლაა დახურული ექსტრემისტების - მათ შორის თალიბანისა და „ისლამური სახელმწიფოს“ - მხრიდან ძალადობის საფრთხის გამო.

XS
SM
MD
LG