უკრაინის საკითხებში აშშ-ის საგანგებო წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა "ოკუპაცია" უწოდა რუსეთის მოქმედებებს აღმოსავლეთ უკრაინაში და მოსკოვს მოუწოდა დაიწყოს შესრულება 2015 წლის მინსკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა. ეს საერთაშორისო ხელშეკრულება მიზნად ისახავდა უკრაინის მთავრობის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის კონფლიქტის დასრულებას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანგებო წარმომადგენელმა, კურტ ვოლკერმა, ეს განცხადებები გააკეთა 28 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის სამომავლო პერსპექტივების შესახებ, ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პირობებში.
"რუსეთმა ბევრი უნდა გააკეთოს მინსკის ხელშეკრულების შესასრულებლად" - უთხრა ვოლკერმა ჟურნალისტებს ვაშინგტონიდან განხორციელებულ ვიდეოჩართვაში და დასძინა: "უკრაინასაც აქვს თავისი პასუხისმგებლობები". ვოლკერის თქმით, აშშ-მა ახლა უნდა დაინახოს რა ვითარებაა ამჟამად და რამდენად შესაძლებელია რუსეთთან მოლაპარაკებაში პროგრესის მიღწევა, უკრაინაში 21 აპრილს ჩატარებული არჩევნებით ხელისუფლებაში ზელენსკის მოსვლის შემდეგ. "მიმდინარე წელს არსებული კავშირებით, რუსებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ვერ ხედავდნენ პროდუქტიული დისკუსიების შესაძლებლობას საპრეზიდენტო კამპანიის დროს" - განაცხადა ვოლკერმა.
უკრაინა ივლისში დანიშნული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ვოლკერის თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია რამდენად იქნება შესაძლებელი რუსეთთან მოლაპარაკებებში პროგრესის მიღწევა.