Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯონ ბოლტონი აბუ-დაბიში მართავს დისკუსიებს რეგიონულ უსაფრთხოებაზე


უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯონ ბოლტონი ამბობს, რომ "დიდი ალბათობით" ირანი იდგა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირებთან მიმდინარე თვეში, ნავთობის ტანკერებზე განხორციელებული თავდასხმების უკან.

ბოლტონი ამ განცხადებებით გამოვდა 29 მაისს, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს. მისი თქმით, ტანკერებს დიდი ალბათობით ირანიდან მომდინარე საზღვაო ჭურვები დაესხა თავს.

ირანის რეგიონული მეტოქეების, საუდის არაბეთის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლო მოკავშირემ, ვაშინგტონმა, თეირანი დაადანაშაულა სპარსეთის ყურეში ნავთობის ტანკერებზე განხორციელებულ იერიშში. 12 მაისს განხორციელებულ თავდასხმას იძიებს ხუთი ქვეყნის ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი, მათ შორის ამერიკელები.

ბოლტონმა ასევე თქვა, რომ ახლახან ჩაიშალა თავდასხმა საუდის არაბეთის ნავთობის საპორტო ქალაქ იანბუზე და თქვა, რომ მისი ეჭვით ამ განუხორციელებელი თავდასხმის უკანაც ირანი იდგა, თუმცა ინფორმაცია არ დაუკონკრეტებია.

საუდის არაბეთი თეირანს სდებს ბრალს საფრენი აპარატების იერიშების ბრძანების გაცემაზე აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენზე და სამეფოს სხვა სანავთობო ობიექტებზე. იერიშებზე პასუხისმგებლობა იკისრეს იემენში მოქმედმა, ირანის მიერ მხარდაჭერილმა შიიტმა ჰუთიტმა მეამბოხეებმა. ირანი ბრალდებებს უარყოფს.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლტონი 28 მაისს ჩავიდა, "რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე" მოლაპარაკებისთვის. მისი ვიზიტის ფონია მომატებული დაძაბულობა ირანსა და აშშ-ს, და სპარსეთის ყურეში მის მოკავშირეებს შორის.

XS
SM
MD
LG