Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სპეცპროკურორი რობერტ მიულერი გადადგა


აშშ-ის სპეცპროკურორი რობერტ მიულერი გადადგა. ამის შესახებ მან გამოაცხადა თავის პირველ საჯარო გამოსვლაში,აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე ჩატარებული გამოძიების შესახებ. მიულერმა განაცხადა, რომ ხურავს თავის ოფისს და ტოვებს იუსტიციის სამინისტროს.

თავისი გამოძიების კომენტირებისას მიულერმა განაცხადა, რომ მისი ანგარიში თავად მეტყველებს მის შესახებ. სპეცპროკურორმა აღნიშნა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის ფაქტი. მას დონალდ ტრამპი პირდაპირ არ დაუდანაშაულებია მოსკოვთან გარიგებაში. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მეთაურის უდანაშაულობაში რომ დარწმუნებული იყოს, „ასეც იტყოდა“.

მიულერის თქმით, ტრამპისთვის ბრალდების წაყენება შეუძლებელი იყო ორი მიზეზით: მიულერის გუნდი მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს წესების მიხედვით, მეორე - აშშ-ში არ არსებობს სასამართლო, რომელსაც შეეძლო წამოყენებული ბრალდებების საფუძველზე განაჩენის გამოტანა.

XS
SM
MD
LG