საქართველოს სარაგბო ნაკრების წევრ მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლო განაჩენს დღეს გამოაცხადებს. 24 მაისს გამართულ ბოლო პროცესზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა დასკვნითი სიტყვა წაიკითხეს. პროკურორის განცხადებით, ექსპერტების მიერ დასკვნები არასათანადოდაა შესრულებული, კვირიკაშვილის ადვოკატმა კი საპირისპირო არგუმენტები დაასახელა.
სპორტსმენს ბრალად ედება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
2016 წლის ზაფხულში, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მერაბ კვირიკაშვილის ცოლი კი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. 2017 წლის ოქტომბერში კვირიკაშვილს სასამართლომ 15 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.