Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან კობიაშვილი UEFA-ს ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა


საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი უეფას ფეხბურთის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს წარმომადგენელი უეფას კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტს დაიკავებს, ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია და ფედერაციის პრეზიდენტი ავრცელებენ.

„2023 წლამდე უეფას ფეხბურთის კომიტეტს ვუხელმძღვანელებ. დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, ვიყო პირველი ქართველი ამ პოზიციაზე! მადლობა ნდობისთვის“, - წერს ლევან კობიაშვილი ფეისბუკის გვერდზე.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია).

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს. ექვსი წარმომადგენელი კი საქართველოს პირველად ეყოლება.

უეფას გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პოსტებს შერჩეული კანდიდატები 2023 წლამდე დაიკავებენ

XS
SM
MD
LG