Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე ტუსკი შუა აზიაში მოგზაურობას ტაჯიკეთიდან იწყებს


ევროპის კავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი ტაჯიკეთში ჩავიდა. დუშანბეში დაიწყო მისი ოთხდღიანი მოგზაურობა შუა აზიის ქვეყნებში. 29 მაისს საღამოს ტუსკს დედაქალაქის აეროპორტში დახვდა ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სიროჯიდინ მუჰრიდინი. იქ ჩასვლის შესახებ ტუსკმა ცნობა გაავრცელა ფეისბუკის საშუალებით.

საბჭოს თანახმად, 29 მაისიდან 2 ივნისამდე ტუსკი შეხვდება ტაჯიკეთის პრეზიდენტს, იმომალი რაჰმონს, ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ- ჟომართ ტოყაევს და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეს, ნურსულთან ნაზარბაევს, ასევე უზბეკეთის პრეზიდენტს, შავკათ მირიზიოევს.

ამავე განცხადებში წერია, რომ ტუსკის ვიზიტი „ევროკავშირის მხრიდან კიდევ ერთი დასტურია, რომ რეგიონთან და ცალკეულ ქვეყნებთან უფრო მტკიცე პარტნიორობა სურს". ტუსკი შეხვედრებისას ილაპარაკებს რეგიონულ და ორმხრივ თანამშრომლობაზე, კლიმატის ცვლილებაზე, გარემოს დაცვაზე, საზღვრების დაცვის ორგანიზებაზე და რეგიონულ უსაფრთხოებაზე.

ტუსკის მოგზაურობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მოჰყვა ორი კვირის წინ ევროპის კავშირის ახალი, შუა აზიის სტრატეგიის ამოქმედებას.

XS
SM
MD
LG