Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 მაღალჩინოსნის დაკავებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა


„თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია და პრივილეგია, ვერავინ ვერ ისარგებლოებს ხელშეუხებლობით, თუმცა ამავე დროს ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს“,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

მისი სიტყვებით, ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება და კანონის წინაშე ყველა თანაბარია.

აჭარის პროკურატურამ აჭარის მთავრობის წევრები, ასევე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. საქმე ეხება თანხების გაფლანგვისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების ფაქტებს.

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ს.ს.კ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და ს.ს.კ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ბრალდებულის სახით დაკავებული არიან:

  • ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი
  • აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ბაგრატ მანველიძე
  • აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე
  • ბათუმის ვიცე-მერი თ.პ.
  • ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონებისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი ე.ლ.
  • ბათუმის მერიის ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის მოადგილე ვ.ხ.
  • ბათუმის მერიის შესყიდვების განყოფილების უფროსი ბ.ხ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG