ვიკილიკსის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის ადვოკატის თქმით, ვიდეო ჩართვა აშშ-ის მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადაეცეს მას ასანჟი, გადაიდო ივნისისთვის, რადგან მისი კლიენტი შეუძლოდ გრძნობს თავს იმისთვის, რომ შეძლოს ბრიტანეთის ციხიდან ვიდეო ჩართვაში მონაწილეობა.
ვაშინგტონი ცდილობს 47 წლის ავსტრალიელის, ასანჟის ექსტრადიციას, რადგან სურს მისი გასამართლება, რადგან ის ეჭვმიტანილია საიდუმლო სამხედრო და დიპლომატიური მასალის გამოქვეყნებაში 2010 წელს.
თუ ასანჟს, რომელიც დიდხანს თავს აფარებდა ეკვადორის საელჩოს ლონდონში, დანაშაული დაუმტკიცეს, აშშ-ში მას ხანგძლივი პატიმრობა ემუქრება.
ასანჟის ადვოკატმა, გარეტ პირსმა თქვა, რომ ასანჟი მართლაც არ გრძნობს თავს კარგად. ასანჟი ახლა 50-დღიან სასჯელს იხდის გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების რეჟიმის დარღვევისთვის. ვიკილიკსი აცხადებს, რომ შეშფოთებულია ასანჟის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, და რომ მისი მოთავსება ციხის საავადმყოფოშითავის თავად მეტყველებს ბევრზე.
ცნობით, ასანჟმა სწრაფად დაკარგა წონა და ადვოკატის თქმით, მან ვერ კი მოახერხა მასთან ნორმალურად გასაუბრება. ასანჟმა თავი შეაფარა ეკვადორის საელჩოს 2012 წელს, როცა გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლების რეჟიმი დაარღვია, რათა თავიდან აეცილებინა შვედეთში ექსტრადაცია,