Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი დაეხმარა არჩევნებში, მაგრამ მალევე უარყო ნათქვამი


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხად, რომ რუსეთი დაეხმარა მას გაემარჯვა 2016 წლის არჩევნებში, რაც თვეები განმავლობაში გამოთქმულ მძაფრ უარყოფას ეწინააღმდეგება.

ეს ტრამპმა განაცხადა ტვიტერის საშუალებით 30 მაისს, მაგრამ მალევე ნათქვამი შემოატრიალა, როცა რეპორტიორებმა შეკითხვები დაუსვეს განცხადების გამო.

აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ უარყო, რომ რუსეთის გავლენა დაეხმარა მას დემოკრატ კანდიდატ ჰილარი კლინტონზე გამარჯვებაში.

„ჩემს არჩევაში რუსეთის დახმარებასთან კავშირი არ მაქვს“, წერდა ტრამპი ტვიტერით.

მოგვიანებით, თეთრს სახლთან, მას რეპორტიორებმა ჰკითხეს ტვიტერით გავრცელებულ განცხადების თაობაზე. ტრაპის მტკიცებით, რუსეთს გავლენა არ ჰქონია არჩევნებზე

„არა, რუსეთი არ დამხმარებია ჩემს არჩევაში. იცით ვინ ამირჩია? მე თვითონ ავირჩიე თავი. რუსეთი საერთოდ არ დამხმარებია“, თქვა ტრამპმა.

ტრამპის კომენტარი გავრცელდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც საგანგებო პროკურორმა, რობერტ მიულერმა გააკეთა თავისი პირველი საჯარო კომენტარი 2016 წლის არჩევნებში რუსეთის გავლენის და ტრამპის მოკავშირეების და რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების ურთიერთქმედების გარშემო გამოძიების ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შემდეგ.
29 მაისის პრესკონფერენციაზე მიულერმა თქვა, რომ რუსეთმა არაერთხელ, სისტემურად მიმართა ძალისხმევას, ჩარეულიყო საარჩევნო კამპანიაში.

XS
SM
MD
LG