Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერბეთის პრემიერს კოსოვო ქვეყანაში შესვლას უკრძალავს „რასისტული“ გამონათქვამის გამო


კოსოვოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ სერბეთის პრემიერ-მინისტრს, ანა ბრნაბიჩს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, რადგან მისი გამონათქვამი პრიშტინამ მიიღო, როგორც რასისტული.

გასული დღეების დაძაბულობა კიდევ უფრო გამწვავდა, როცა კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბეჯეტ პაკოლიმ სერბეთის მთავრობის მეთაური დაადანაშაულა ერთ დღით ადრე პრესკონფერენციაზე „ამაზრზენი და მიუღებელი“ კომენტარის გაკეთებაში. პაკოლი შეეხო ბრნაბიჩის განცხადებას ბელგრადში, როცა ევროპის კომისიისგან წინსვლის თაობაზე ანგარიში მიიღო. ბრნაბიჩმა თქვა, რომ კოსოვოს ხელმძღვანელი პირები „სიტყვა სიტყვით ტყიდან გამოსულები“ არიან.

სანამ კოსოვოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ, ნებას არ დავრთავ ბრნაბიჩს ფეხი შემოდგას კოსოვოში, რადგან ის ინარჩუნებს კოსოვოს ხალხის მიმართ რასისტულ და ავადმყოფურ იდეოლოგიას, დაწერა პაკოლიმ ტვიტერით. სერბეთსა და მისი ყოფილ ოლქ კოსოვოს შორის, „სიტყვების ომი“ ბოლო ხანს გაძლიერდა კოსოვოში ამ ქვეყნის პოლიციის რეიდის გამო სერბულ არეალებში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG