თბილისში, ჟვანიას მოედანთან გზის ნაწილი ჩაინგრა. მიზეზი წყალმომარაგების ცენტრალური მილსადენის დაზიანებაა.
მილის გახეთქვით გამოწვეული დარტყმა იმდენად ძლიერი იყო, რომ მგალობლიშვილის ქუჩაზე გზის ნაწილი ჩაიტანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზიანებულია სამი ავტომობილი. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები.
ადგილზე მუშაობენ სამაშველო ჯგუფები და წყალმომარაგების კომპანიის GWP-ის თანამშრომლები. ვარაუდობენ, რომ წყლის მიწოდება საღამოსთვის აღდგება.