3 წლის ბიჭი, რომელსაც დილიდან ეძებდნენ ზაჰესის დასახლების ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციამ იპოვა. შსს-ს ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭუნა საერთო საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიიდან იმ დროს დაიკარგა, როდესაც დედას მაღაზიაში ჰყავდა ჩაყვანილი.
შსს დამატებით ინფორმაციას ცოტა ხანში გაავრცელებს.