Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კრემლში სურთ შინა პატიმრობაში მყოფი ამერიკელი ინვესტორი პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმს დაესწროს


კრემლში სურთ პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმის მონაწილეთა შორის იხილონ საინვესტიციო ფონდ „ბერინგ ვოსტოკის“ დამაარსებელი, პატიმრობაში მყოფი მაიკლ კალვი.

ამის თაობაზე რუსეთის მედიას განუცხადა კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა.

„ის რუსეთის ბაზარზე საკმაოდ აქტიური მოთამაშე იყო 15 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. მას ყველა ვიცნობთ, როგორც სანდო ბიზნესმენს, რუსეთის ბაზრის მომხრეს“, აღნიშნა პესკოვმა. პესკოვმა დასძინა, რომ ასეთი უფლების გაცემის პასუხისმგებელი ის ვერ იქნება. პესკოვის თქმით, კალვის საქმეს უშუალოდ უწევს კონტროლს რუსეთის პრეზიდეტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც იღებს ხოლმე ანგარიშს გამოძიების გარშემო. ხმაურიანი საქმეა, თქვა პესკოვმა, დასავლელი ინვესტორები „ბევრ შეკითხვას სვამენ, მაგრამ კანონი კანონია, მისი დაცვაა საჭირო“. ადრე მან გამოაცხადა, რომ პრეზიდენტი ამ საქმეში არ ჩაერევა.

31 მაისს კალვის ადვოკატებმა მიმართეს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს შუამდგომლობით, ნება დართონ კალვის, მონაწილეობა მიიღოს ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც 6-8 ივნისს იმართება პეტერბურგში. კალვის ფირმის თქმით, ის დიდი ხანია რეგისტრირებულია როგორც მონაწილე.

კალვი დააპატიმრეს თებერვლის შუა რიცხვებში. გამოძიების ვერსიით, მან შექმნა თაღლითური სქემა ბანკ „ვოსტოჩნიდან“ ორნახევარი მილიარდი რუბლის მიტაცების მიზნით. კალვი ბრალდებას უარყოფს. ადრე კალვიმ სასამართლოზე ეჭვი გამოთქვა მისი მისამართით სიცრუის თაობაზე და დააკავშირა ის კორპორატიულ კონფლიქტთან ბანკ „ვოსტოჩნის“ დირექტორთა საბჭოს წევრ შერზოდ იუსუპოვთან და სხვა აქციონერ არტიომ ავეტისიანთან.
„ფაინენშელ ტაიმსი“ იტყობინებოდა, რომ კალვის დაპატიმრების გამო მსხვილი ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელებს შეეძლოთ პეტერბურგის ფორუმისთვის ბოიკოტის გამოცხადება. ამ მიზეზით ფორუმში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა აშშ-ის ელჩმა ჯონ ჰანტსმანმა.

XS
SM
MD
LG