Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანმა გააუქმა მსხვილი კონტრაქტი „ბოინგთან“


აზერბაიჯანის ავიაკომპანია „აზალი“ აუქმებს კომპანია „ბოინგთან“ დადებულ კონტრაქტს 737 MAX-ის ტიპის 10 თვითმფრინავის შესყიდვის შესახებ. კონტრაქტი მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

აზერბაიჯანის გადაწყვეტილება უკავშირდება 737 MAX-ის თვითმფრინავების ავარიებს ეთიოპიასა და ინდონეზიაში. ავაკომპანიის წარმომადგენელმა, ფაშა კესამინსიმ უსაფრთხოება დაასახელა გადაწყვეტილების მიზეზად.

მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ შეწყდა 737 MAX-ით სარგებლობა, ან აკრძალა თავის საჰაერო სივრცეში მისი ფრენა მას შემდეგ, რაც 3 მარტს ეთიოპიის ავიაკომპანიის თვითმფრინავი ჩამოვარდა დის-აბების აეროპორტიდან აფრენის შემდეგ. ავიაკატასტროფამ 157 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მანამდე, 2018 წლის ოქტომბერში, ამავე მოდელის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა ინდონეზიის ნაპირთან. დაიღუპა 189 ადამიანი.

XS
SM
MD
LG