Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანს აკრიტიკებენ უფლებადამცველთა ადვოკატის მკაცრად დასჯისათვის


ირანელი ადვოკატი ამირსალარ დავუდი
ირანელი ადვოკატი ამირსალარ დავუდი

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნლი“ ირანის ხელისუფლებას აკრიტიკებს მკაცრი განაჩენისათვის, რომელიც, ცნობების თანახმად, გამოუტანეს უფლებადამცველთა ადვოკატს, ამირსალარ დავუდის.

ორგანიზაცია „აღმაშფოთებელ უსამართლობად“ მიიჩნევს დავუდისთვის 30 წლით პატიმრობისა და 111 როზგის მისჯას.

დავუდი 2018 წლის ნოემბერში დააკავეს და ჩასვეს თეირანში მდებარე ევინის ციხეში ოჯახთან და ადვოკატთან „უკიდურესად შეზღუდული“ კონტაქტით, ნათქვამია „ამნესტი ინტერნეიშნლის“ განცხადებაში.

1 ივნისს დავუდის ცოლმა ტვიტერში დაწერა, რომ თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო რამდენიმე ბრალდებით, მიუსაჯა 30 წლით პატიმრობა და გაროზგვა.

ერთ-ერთი ბრალდება უკავშირდება მის აქტივობას სოციალურ მედიაში, სადაც ის აქვეყნებდა ინფორმაციას ადამიანის უფლებათა დარღვევებზე.

XS
SM
MD
LG