აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთმა ვაშინგტონს შეატყობინა, რომ ვენესუელიდან გაიყვანა „თავისი ხალხის“ უმრავლესობა.
ამის შესახებ ტრამპმა დაწერა ტვიტერში 3 ივნისს, ბრიტანეთში თავისი სახელმწიფო ვიზიტის დროს.
არ გავრცელებულა რუსი ოფიციალური პირების გამოხმაურება ტრამპის ტვიტზე.
ტრამპმა მარტში მოუწოდა რუსეთს, გავიდეს ვენესუელიდან. მანამდე მოსკოვმა 100-მდე სამხედრო მოსამსახურე განათავსა ლათინური ამერიკის ამ ქვეყანაში.
იანვარში ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი გამოაცხადა ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად. მას მხარს უჭერს 50-ზე მეტი ქვეყანა,აშშ-ისა და საქართველოს ჩათვლით. ხოლო რუსეთი რჩება სოციალისტ პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მოკავშირედ.
3 ივნისს ტრამპის განცხადების გავრცელებამდე, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსტეკმა“ უარყო ინფორმაცია, რომ რუსი სამხედრო მრჩევლების რიცხვი ვენესუელაში 1000 იყო და ახლა შემცირებულია, დასულია სულ რამდენიმე ათეულამდე.