ათობით ათასი დემონსტრანტი ემზადება ლონდონის ქუჩებში გამოსასვლელად იმ დროს, როდესაც დაგეგმილია აშშ-ის პრეზიდენტისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა.
შეხვედრა, პრაღის დროით 11 საათზე უნდა დაიწყოს, პრემიერ-მინისტრის სამუშაო ოფისში, დაუნინგ სთრით 10-ში.
წინა დღით აშშ-ის პრეზიდენტს და პირველ ლედის მდიდრულ ბანკეტზე უმასპინძლა დედოფალმა ელისაბედ მეორემ. „მე ძალზე მოხარული ვარ, რომ კვლავ მოგვეცა შესაძლებლობა იმ დიდი მნიშვნელობის გამოსახატავად, რომელსაც ჩვენი ქვეყნები ანიჭებენ ჩვენს ურთიერთობებს“, - განაცხადა წვეულებაზე ელისაბედ მეორემ.
საპასუხო სადღეგრძელოში დონალდ ტრამპმა „განსაკუთრებული“ უწოდა ლონდონსა და ვაშინგტონს შორის არსებულ ურთიერთობებს და პატივი მიაგო, მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წლის 4 ივნისს მოკავშირეთა ჯარების გადასხმას ნორმანდიაში.
დონალდ ტრამპის ვიზიტის მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეისთან. მოელიან, რომ შეხვედრაზე ტრამპი ისაუბრებს „ბრექსიტზე“ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის პროცესზე, რაც ჩიხშია შესული.
იუწყებიან, რომ ლონდონის პოლიციამ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის მოლოდინში გადაკეტა დაუნინგ სთრითან დამაკავშირებელი ცენტრალური ქუჩები.